in

უსული

დამფუძნებლები: სოფო ლაპიაშვილი, მაკო ნოსელიძე

ქსოვილის ნარჩენები დიდხანს არ იხრწნება და თანაც, დიდი რაოდენობით იყრება, ისევე, როგორც ტყავი. ამიტომ მისგან ახალის შექმნა გადავწყვიტეთ. „უსულის“ იდეა მთლიანად არსებულის გამოყენებაზე, ნარჩენის თუ გამოუსადეგარის თავიდან მოხმარებასა და ახალი სიცოცხლის მიცემაზეა დაფუძნებული. ამგვარად, გარემოზე მავნე ზემოქმედებას ვამცირებთ.

თუ ყველა ინდივიდუალურად ვიზრუნებთ გარემოზე და საკუთარ წვლილს შევიტანთ, საერთო ჯამში, ეკოლოგიურად უფრო სუფთა გარემოში ვიცხოვრებთ. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ეკო-ცნობიერების ქონა, ამაღლება და გაანალიზება, როგორ შეიძლება მავნე ზემოქმედების შემცირება. კომპანიებმა უნდა გავიაზროთ ყველას ინდივიდუალური საჭიროება და შესაბამისად, ეკო-პასუხისმგებლობაც გვექნება. გარდა იმისა, რომ შეიძლება ეკომეგობრული მასის გამოყენება, ასევე, თვითონ წარმოება იქნება თუ სხვადასხვა მომსახურება, აუცილებელია ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე ფიქრი, რითაც კომპანიები დიდ წვლილს შევიტანთ გარემოზე ზრუნვაში. ამიტომაც გვგონია, რომ ეს კომპონენტი ყველა კომპანიას ვალდებულებად უნდა ეკისრებოდეს, განურჩევლად მისი საქმიანობისა.

დედამიწის საათი კიდევ ერთხელ გვახსენებს გარემოს გაფრთხილების მნიშვნელობას. ეს მისია ჩვენი ყოფის ყოველდღიური ნაწილია და ვთვლით, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რათა ჩვენმა შვილებმა უკეთეს, უფრო ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ.

ზერო ეფექტი

ნათია სარალიძე