in

ნიკოლოზ მუსერიძე

მოძრაობა „გავუგუდეთ“, დამფუძნებელი

ჩემი დირექტორი მთამსვლელი იყო. ყოველ შაბათ-კვირას ექსკურსიაზე დაგვატარებდა ხან აღმოსავლეთ, ხან დასავლეთ საქართველოში, გვაცნობდა ბუნებას და მასთან დამოკიდებულებას გვასწავლიდა. ხანგრძლივმა შემხებლობამ ჩვენი ფოკუსი მთლიანად ბუნების მიმართულებით განავითარა და ყოველი სიახლის აღმოჩენა დიდ მიღწევად გვეჩვენებდა. სოციუმი დიდი ხანია ბუნების კანონების თანახმად აღარ ვცხოვრობთ, რადგან ის ცოდნა, რომელიც გაგვაჩნდა, მატერიალურ კეთილდღეობაზე გავცვალეთ და უარი ვთქვით ისეთი მწყობრ და ენერგეტიკულ სისტემაზე, რომელსაც ის უსასყიდლოდ გვჩუქნის. 

ადამიანები, როგორც წესი, მომავალ თაობებს უძრავ ქონებას, ფინანსურ აქტივებს, ძვირფას მეტალებს და მსგავს ნივთებს უტოვებენ, მაგრამ არ უტოვებენ სიყვარულს ბუნების მიმართ, ცოდნას იმის შესახებ, რომ ჩვენ აქ ყველა დროებით ვართ. 

პლანეტა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ, ადამიანების გარეშე უფრო ადვილად იარსებებდა, ვიდრე ჩვენთან ერთად. 

დედამიწის საათი ის გლობალური მოვლენაა, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენ დროებით ვართ ამ პლანეტაზე და ასევე გვახსენებს იმას, რომ ეს პლანეტა მარტო აწმყოში მყოფი ადამიანების საკუთრება არაა. ნებისმიერი რესურსი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ სათავეს ბუნებიდან იღებს. კლავიატურა, რომლის მეშვეობით ამ კითხვარს ვავსებ, ბუნების შედეგია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საგნის წარმომავლობა, ისეთი ნივთების არჩევა და მისი მოხმარება, რომელიც გრძელ ვადაში გამოგვადგება. უნდა ვისწავლოთ მოჩვენებითი ფუფუნების საგნების გარჩევა საჭირო და აუცილებელი ნივთებისგან.

გოგა ჩანადირი

მირიან თედორაძე