in

ირაკლი გაფრინდაშვილი

დურგალი

ბუნებასთან სიახლოვის სურვილს ბავშვობიდან ვგრძნობ და სულ ვცდილობ ცხოვრება ისე დავალაგო, ეს სიახლოვე რაც შეიძლება დიდი დოზით მქონდეს. ახლა აქტიურ ფაზაში ვარ, რათა  ქალაქიდან გადავიდე საცხოვრებლად. ბუნება, ყველაზე მეტად,  დასვენებასა და საკუთარ თავში დაბრუნებაში მეხმარება.

ვფიქრობ, დურგლობა, ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება, ბუნებაზე ზრუნვას გულისხმობს. ჩემი საქმე ნარჩენების შემოქმედებითად გადამუშავებაა. ზოგადად, ნარჩენების მართვა დღევანდელობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მგონია. დედამიწის ეკომდგომარეობაზე ზრუნვა, გააზრებულად და გაუაზრებლადაც, ინსტინქტურად უნდა გვქონდეს. ჩვენს ყოველ ქმედებას ექნება უკუქმედება და შედეგი. ამიტომ,  დავზოგოთ რესურსები და გავუფრთხილდეთ გარემოს, დავიცვათ ის დაბინძურებისგან. ეს ორი, ერთი შეხედვით მარტივი რამ, ვფიქრობ, დედამიწას ეკოკატასტროფისგან გადაარჩენდა. 

ამ საკითხის ცნობადობის ამაღლებზე მუშაობა, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ, ამას ემსახურება დედამიწის საათი. ის გვახსენებს, თუკი რესურსების მოხმარებას გონივრულად არ წარვმართავთ, დედამიწას გაუჭირდება დედამიწობა.

მირიან თედორაძე

მერიკო გუბელაძე