-723დღე -17საათი -7წუთი -29წამი

დედამიწის საათი

წელს, მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვითი მოძრაობა – “დედამიწის საათი” – 26 მარტს უმძიმეს რეალობაში აღინიშნება. ვგმობთ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ვუცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს.

სამყარო უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მიმდინარე ომის გამო ჰუმანიტარული და გარემოსდაცვითი კრიზისი დღითიდღე ღრმავდება და მწვავდება. მხოლოდ მშვიდობიან გარემოში და ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი სამართლიანი და მდგრადი მომავლის შექმნა, სადაც ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრობენ.

2022 წელს “დედამიწის საათი” 26 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე მილიონობით ადამიანს გვაძლევს გაერთიანების შესაძლებლობას, რათა გამოვიჩინოთ სოლიდარობა როგორც ადამიანების, ისე ჩვენი საერთო სახლის – დედამიწის მიმართ.

ერთი საათით სინათლის გამორთვით შეგიძლიათ შეუერთდეთ “დედამიწის საათს” და მილიონობით ადამიანს მსოფლიოს გარშემო.

ასევე, გაგვიზიარეთ თქვენ მიერ დანახული დღევანდელი დედამიწა ფოტოს, ნახატის ან ჩანახატის სახით: გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელებში #დედამიწისსაათი #EarthHour-ის მითითებით.