2024 წელს “დედამიწის საათი” 23 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე მილიონობით ადამიანს გვაძლევს გაერთიანების შესაძლებლობას რათა გამოვიჩინოთ სოლიდარობა როგორც ადამიანების, ისე ჩვენი საერთოდ სახლის – დედამიწის მიმართ.
დედამიწის საათი მსოფლიოს უდიდესი გარემოსდაცვით მოძრაობა, პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა “დედამიწის საათმა” ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ ერთი საათის და მეტი დროის განმავლობაში მას შეუერთდნენ კერძო პირები, ბიზნეს საწარმოები და ორგანიზაციები.
ისტორიულად დედამიწის საათი” კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის შესაძლო სავალალო ზეგავლენის შეჩერებას ისახავდა მიზნად. ბოლო დროს, ეს ღონისძიება ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან პრობლემას უთმობს, როგორიც ბუნების კარგვაა. დედამიწის საათი ყოველ წელს, მარტის ბოლო შაბათ დღეს იმართება და დღესდღეობით 190-ზე მეტ ქვეყანას და მილიონობით ადამიანს აერთიანებს. ყველა მონაწილე, ერთი საათით, ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამის პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
დღეს არსებული გლობალური არასტაბილურობა არის ის საფასური, რომელსაც კაცობირობა ბუნებისადმი უდიერი დამოკიდებლების გამო იხდის. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია მსოლფიო, ჩვენ დღემდე ვებრძვით უპრეცედენტოდ ტრაგიკულ სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემებს. ნათელია რომ ჩვენი და ჩვენი პლანეტის მომავალი არსებითადაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს აღმოვჩნდით – საერთოა.
#EarthHour #დედამიწისსაათი #EarthHourGeorgia #connect2earth