in

გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი

ერთხელ, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები გოგი დოლიძემ პირველი ქართველი ოპერატორის, ვასილ ამაშუკელის, პატივის მისაგებად წაგვიყვანა. პირველ კურსზე ვიყავი. 13 მარტი იყო. ციოდა. სტუდენტებმა ღამე გავათენეთ. გამთენიისას ქუჩაში დავხეტიალობდით. ამ დროს, ასაკოვანი ქალი მეეზოვე დავინახე,  ქუჩას გვიდა. მაშინ ვიფიქრე, ახლა, ამას მხოლოდ იმიტომ არ სძინავს, რომ მოქალქეების მიერ დაყრილი ნარჩენებისგან ქალაქი გაწმინდოს-მეთქი. ძალიან მინდოდა, იმ დილით ის ქალი შინ ყოფილიყო, თბილად წოლილოყო ლოგინში და დილით შვილიშვილებს მოფერებოდა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი სუფთა გარემოს პოპულარიზაციისთვის. 

ბუნებაზე ზრუნვა ჩემი ერთი-ერთი უმთავრესია. როცა კბილებს ვიხეხავ, წყალს ვკეტავ. ვსარგებლობ ელექტრომოპედით, ელექტროგორიალათი. არ ვსარგებლობ ლიფტებით. ვიყენებ მგრძნობიარე ნათურებს, რესტორნებში არ ვაცვლევინებ ჭურჭელს, რომ თუნდაც ერთით ნაკლები თეფში გაირეცხოს და შესაბამისად, ცოტა წყალი დაიხარჯოს და ნაკლებად დაბინძურდეს მდინარეები, სარეცხი ქიმიური საშაულებებით. სახლშიც და სასტუმროებშიც პირსაწმენდს დიდხანს არ ვაცვლევინებ, იმავე მიზეზით. საერთოდ ამოვიღე პოლიეთილენი, მათ შორის, ერთჯერადი ჭურჭელი და ამ იდეის პოპულარიზებაში დიდი ძალისხმევა ჩავდე.

ყოველდღიურად ფეხით ბევრს დავდივარ, რათა გამონაბოლქვის შემცირებას ხელი შევუწყო. სხვადასხვა სასწავლებელში ეკოგაკვეთილებს ვატარებ. ხშირად ვაწყობ და ვმონაწილეობ დასუფთავებისა  და ხეების დარგვის აქციებში. სოციალურ ქსელებს ეკოშეგნების ასამაღლებლად ვიყენებ. აგიტაციას ვუწევ ნაძვის ხისა და ბზის მოჭრისგან თავშეკავებასა და მათ ნაცვლად, ქოთნის მცენარეების გამოყენებას. საზოგადოებრივ სივრცეებში ხელის დაბანის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, არ ვიყენებ ელექტროსაშრობებსა და ხელსაწმენდებს, ბუნებრივი რესურსი რომ დავზოგო. დიდ დროს ვუთმობ ტყის მოფრთხილების იდეას. ყოველწლიურად ვმონაწილეობ მსვლელობაში – „დღე მანქანების გარეშე“ და ა.შ.

დედამიწის საათის დროს გამორთული მაქვს ელექტრობა, რაც, თუ არ ვცდები, 2007 წლიდან დავნერგე ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, თითოეულ ადამიანს შეუძლია დედამიწაზე ზრუნვა და აკისრია პირადი პასუხიამგებლობაც. ყველამ უნდა შეამციროს პოლიეთილენის გამოყენება, დაზოგოს წყალი, ნელ-ნელა მოუკლონ საკუთარი მანქანების გამოყენებას, არ დაანაგვიანონ გარემო, არ დატოვონ კოცონი უყურადღებოდ.

კერე

ნიკოლოზ მუსერიძე