in

კერე

დამფუძნებელი: რომან დალაქიშვილი

დღეისათვის, დედამიწა უამრავი გლობალური პრობლემის წინაშე დგას: გარემოზე ზემოქმედება, დაბინძურების საკითხები, მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შედეგად გამოწვეული გლობალური დათბობის პრობლემები. ამ დიდი და მწვავე პრობლემების მოგვარების საკითხში ჩვენი კომპანიაც ჩართულია და მოტივირებულია, გარემოს გაჯანსაღების კუთხით, თავისი წვლილი შეიტანოს. 

ჩვენი კომპანია აგროვებს მყარ ნარჩენებს და გადაამუშავებს მათ. ეს გარემოს სისუფთავეს უწყობს ხელს. შედეგად, მინის კვლავწარმოების სექტორში ბუნებრივად იზოგება 25-30% ენერგიის ხარჯი, რაც სათბური გაზების გამოყოფას ამცირებს. ასევე, მყარი ნარჩენების გადამუშავება ნედლეულის წიაღისეულის გამოყენებას 100%-ით ამცირებს. ერთი კილოგრამი მინის გადამუშავება უდრის ერთ კილოგრამ ახალ შესაფუთ მინას, დანაკარგების გარეშე.

ვფიქრობთ,  სამყაროს შექმნის დღიდან, ადამიანებს ბუნების მოვლა-პატრონობა და საკუთარი სახლის, დედამიწის მოწესრიგება გვაქვს დავალებული. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ნებისმიერი კომპანია თუ კორპორაცია თავის საქმიანობაში უპირატესობას გადამუშავებული ნედლეულისა და პროდუქტების გამოყენებას უნდა ანიჭებდნენ. ხოლო თუკი ამ ვალდებულების შესრულებისას, რასაც გარემოზე ზრუნვა ჰქვია, საზოგადოება/კომპანია ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს კიდეც,  ეს კიდევ უკეთესი იქნება. 

ეკოთოი

გოგა ჩანადირი