in

თამარ უგუზაშვილი

ორგანიზაცია „ბუნების კონსერვაცია საქართველოს“ თანადამფუძნებელი

ერთი ფოტო მაქვს, 3 წლის ვარ, ჩემი დეიდაშვილები და ოჯახი ერთად სხედან მინდორში ფოტოს გადასაღებად, მე ცალკე ვზივარ და ძირს ვიყურები. დედაჩემს ვკითხე, რატომ ვარ ცალკე-მეთქი? გვითხარი, რომ ჭიანჭველებს აკვირდებოდი და არ გეცალაო.

სინამდვილეში, დედამიწაზე ზრუნვა მარტივია და ყოველდღიურ ელემენტარულ რაღაცებშიც გამოიხატება. ძალიან ვცდილობ ხოლმე რაც შეიძლება ნაკლები პოლიეთილენი გამოვიყენო, მაქვს ნაჭრის ჩანთა, მრავალჯერადი ბოთლი, ვმუშაობ ზოოპარკში. ზოოპარკი ახორციელებს პროექტს გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაციისათვის, რომელშიც მეც ვარ ჩართული. 

ერთი წლის წინ, ჩემს რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ორგანიზაცია ბუნების კონსერვაცია საქართველო – Nature Conservation Georgia დავაარსე, ჩვენი პირველი პროექტი ბუნების კონსერვაციაში ქალების ჩართულობას ეხებოდა. გარდა ამისა, ამ ერთი წლის განმავლობაში მოვამზადეთ არაერთი საინფორმაციო პოსტერი სხვადასხვა ცხოველსა თუ მცენარეზე. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცნიერულად დადასტურებული და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. რაც მეტ ადამიანს ექნება სწორი ინფორმაცია, მით მარტივი და სასიამოვნო გახდება ცხოვრება ჩვენთვისაც და დედამიწაზე მცხოვრები სხვა სახეობებისთვისაც.

ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილებაა იმ გარემოზე ზრუნვა, რომელშიც ვცხოვრობთ. ერთი მხრივ, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა, ოღონდ ხანგრძლივ პერსპექტივაში. შეიძლება შედეგი მყისიერად ვერ დაინახო, მაგრამ რეალურად, აუცილებლად იქნება. ამის სიმბოლური შეხსენებაა დედამიწის საათიც, რომ იმ გარემოზე უნდა ვიზრუნოთ, სადაც ჩვენვე ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა მხოლოდ უბანს, ქალაქს ან ქვეყანას არ ვგულისხმობ, არამედ, მთელ პლანეტას.

ნუცა იოსელიანი-მიხეილსდოტირი

გიორგი ლიპარიშვილი