in

გიორგი ლიპარიშვილი

მოსწავლებელი

ბუნების დამცველად თავი სტუდენტობისას ვიგრძენი, როცა გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. საქართველოს რამდენიმე ქალაქში ბუნების დაბინძურების ამბებს ვიკვლევდი და შემდეგ, ბუნებისდამცველ გაზეთში ვწერდი. შემდეგ, წლების მანძილზე, ბავშვებთან ერთად არაერთ ეკოპროექტზე ვიმუშავე, ვრგავდით ხეებს, ვასუფთავებდით გარემოს. სწორედ მოსწავლეებთან დავიწყე ნარჩენების მნიშვნელოვნობის ჩვენება – ძველი, გადასაყრელად განწირული ნივთებით სხვადასხვა სასარგებლო ნივთს, პერსონაჟსა თუ სათამაშოს ვამზადებთ. გონებასაც ვავარჯიშებთ, ხელებსაც და ჩვენს წილ დედამიწასაც ვიცავთ. ერთად ვითვლით, დღეში რამდენჯერ ვუფრთხილდებით ბუნებას, რამდენჯერ ვაქრობთ შუქს, ვკეტავთ ონკანს და სხვა.

უკვე მესამე წელია, ყოველდღე სკუტერით დავდივარ. მექანიკურია, ჩემი მუხლის ძალაზეა დამოკიდებული. მე და ჩემი შვილი ასე დავქრივართ სკოლაში. სხვა ბავშვებიც შემოგვიერთნენ და უკვე რამდენიმე სკუტერი პარკინგდება ჩვენს სკოლაში. ვცდილობ, ნაკლები პლასტმასა გამოვიყენო, დავდივარ ნაჭრის ჩანთით, რომელსაც ჩემი ცოლი ამზადებს, ვინახავ ქილებს, ბოთლის თავსახურებს, კანფეტის ქაღალდებს, სათამაშოს ყუთებს, ძველ გაფუჭებულ ტექნიკას, ყველაფერს, რაც შეიძლება ახალ რამედ გადავაქციო. 

ყველამ ჩვენი წილი დედამიწა უნდა დავიცვათ. ცვლილება მხოლოდ სიტყვა არაა და ხშირად, დიდ ცვლილებებს 1 ადამიანი იწყებს. ჩვენ უნდა დავზოგოთ დედამიწა უამრავი გამოწვევის, სირთულის, ინდუსტრიის მიუხედავად. მითითება, მაგალითის ჩვენება, საკუთარი თავის შეცვლა უნდა ვცადოთ. დედამიწას ოჯახივით თუ გავუფრთხილდებით, უფრო ბედნიერად ვიცხოვრებთ.

თამარ უგუზაშვილი

ბუნებარე