in

ბუნებარე

დამფუძნებელი თამარა ჩაკვეტაძე

ეკო-პასუხისმგებლიან კომპანიას უნდა გააჩნდეს ჰოლისტური ხედვა, შექმნას კორპორატიული კულტურის ღირებულებათა ის ნაკრები, რასაც გარემოსადმი სოციალური პასუხისმგებლობის ჯანსაღ გამოვლინებამდე მივყავართ. ბუნებარე ორიენტირებულია ადრეული ასაკიდანვე ხელმისაწვდომი გახადოს ტყის პედაგოგიკა, როგორც გარე განათლების პედაგოგიკის ფორმა, რაც იმთავითვე მოიაზრებს ბავშვების და ბუნების კავშირის გაძლიერებას, გარემოს დაცვას და ამ დინამიკის განვითარებას. ასევე, ჩვენი მიზანია, ტყე-პარკებს მიანიჭოს საგანმანათლებლო, შემეცნებითი ფუნქციაც, სადაც ბავშვებიც და მათი მშობლებიც ეკოლოგიის ირგვლივ ერთიანდებიან. 

ჩვენ ინვესტიციას ბავშვთა მდგრად განათლებაში ვდებთ, მათ შორის, ეკოლოგიური ინტელექტის ამაღლების კუთხით. „ბუნებარეს“ არსებობა ალტერნატიულ, საგანმანათლებლო სივრეში არის ბუნებასა და ბავშვებს შორის დამაკავშირებელი ხიდი. ჩვენთან მინიმალურ დონეზეა პოლიეთილენის მოხმარება, ხოლო თუ გვაქვს, ისიც მხოლოდ ბიოდეგრადირებადი. „ბუნებარეში“ სათამაშოები ტყეშივე, ხელნაკეთი ფორმით იქმნება, ან ვთანამშრომლობთ ეკო-მეგობრულ მასალებთან/მსგავს ორგანიზაციებთან.

დედამიწის რესურსები ამოწურვადია. ერთ-ერთი პირველი, როდესაც კორპორაციულ კულტურაზე ვსაუბრობთ, მახსენდება უშუალოდ კულტურის განსაზღვრება, როგორც არა ლაპარაკი, არამედ ჩვენი ქმედებები და შედეგი, რომლითაც პასუხისმგებლები ვართ ადამიანების და გარემოს წინაშე.

„დედამიწის საათი“ არის პლანეტის მიმართ სოლიდარობის, ერთიანობისა და მადლიერების ერთგვარი აქტი. თაობები ადრეული ასაკიდანვე გარემოსდაცვითი პრიორიტეტებით უნდა იზრდებოდნენ. ბუნებარეში ეს დამოკიდებულება გვაქვს და ჩვენი პედაგოგიკის ცენტრალური საკითხია. სწორედ ამიტომ, დედამიწის დღესაც, ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს მთავარ სახლს, ჩვენს პლანეტას.

გიორგი ლიპარიშვილი

ტენე