in

ტენე

დამფუძნებელი – სანდრო ლილუაშვილი

მოგეხსენებათ, პლასტმასა ნავთობისგან მზადდება. მცირე ტემპერატურული ზემოქმედებით ძალიან მარტივია მისთვის სასურველი ფორმის და ზომის მიცემა. მისგან გაკეთებული ნაკეთობა ძლებს საუკუნეები და რაც მთავარია, მისი წარმოება ძალიან იაფია. ამის გამო, ადამიანმა, საკუთარი სამომხმარებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, პლასტმასის უზომო რაოდენობით გამოყენება დაიწყო. ყველაზე მძიმე დარტყმა დედამიწისთვის ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის მასიური გამოყენება გამოდგა, მაგალითად: წყლის ბოთლის, იოგურტის ჭიქის, პარკის და ა.შ. USB კაბელის საწარმოებლად, ჩვენს კომპანიასაც დასჭირდა პლასტმასას შეძენა, მაგრამ გადავწყვიტეთ დამატებითი ზიანი არ მივაყენოთ გარემოს და გამოვიყენოთ მხოლოდ ის პლასტმასა, რომელსაც ბუნების დასუფთავების გზით მივიღებთ. ასევე, ვაპირებთ, სკოლის მოწაფეებთან ერთად შევაგროვოთ, დავახარისხოთ პლასტმასა და მისგან USB კაბელები დავამზადოთ, რომელთაც მათვე გადავცემთ, რათა ახალგაზრდა მოქალაქეებს ბავშვობიდან ჰქონდეთ ეკო-მეგობრული ხედვა და ცნობიერება.

თუ იქნებით პირველი ეკო-მეგობრული კომპანიები, თქვენზე დაწერენ სტატიებს, მიგიწვევენ სტუდიებში და ჩაგწერენ გადაცემებში. თუ არა, მაშინ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ კონკურენტებთან გამკლავება და ზოგადად, არსებობა. მომავალი ეკოლოგიაზე ორიენტირებული კომპანიებისაა.

დედამიწის ეკოლოგიურ კატასტროფამდე, სულ რაღაც, რაღაც 3 ათწლეულიღა დაგვრჩა. თუ დროულად ვერ მოვახერხებთ ჩვენი ეკონომიკების ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებას, მაშინ წინ დატბორვები, ეროზიები, ლავის ამოსვლა ზედაპირზე, ფლორის და ფაუნის განადგურება და შიმშილით სიკვდილი გველის.

ბუნებარე

შოკო ჩაჩუა