in

ნესტან მამაცაშვილი

რინგოს დამფუძნებელი

ცხოვრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს: რაც არ მოგწონს, მიდი და თავად გამოასწორე, შექმენი უკეთესი. მე და ჩემს ოთხფეხა მეგობარ რინგოს აღარ შეგვეძლო ფეკალიებით სავსე ქუჩებში სეირნობა, ამიტომ ბიოდეგრადირებადი ერთჯერადი პარკები შევქმენით ძაღლის ფეკალიების ასაღებად და ხელნაკეთი ფერადი ქისები – ამ პარკების ჩასადებად. „რინგო“ უკვე 4 წელია არსებობს ბაზარზე და ცდილობს მოქალაქეები მიაჩვიოს ახალ ქცევას: მოქალაქემ მისივე ძაღლის ფეკალიები არ დატოვოს ქუჩებში.

ჩვენს ქვეყანაში, სადაც არ არსებობს უპირველეს ყოვლისა – ნაგვის გადამუშავების მექანიზმი, ეს ავტომატურად, ძალიან ბევრ სხვა პრობლემას აჩენს. თუნდაც ის, რომ პლასტმასას მოყვარული ერი ვართ და კანონის მიუხედავად, ვერ ველევით პოლიეთლენის ერთჯერად პარკებს. ასევე, ხშირად ვხედავთ მანქანიდან მოსროლილ პლასტმასის ბოთლებს ან ნაყინის შეფუთვას…

თუმცა, მიუხედავად არც თუ ისე საიმედო სიტუაციისა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავის ყოველდღიურობაში ნაკლებად დაანაგვიანოს და დააზარალოს ჩვენი საერთო სახლი – დედამიწა. 

აქვე, გაგიზიარებთ ჩემს პირად ჩვევებს, რაც წლებია გამომიმუშავდა: ვატარებ ქსოვილის ჩანთას, არ ვყრი ქაღალდს, ვაძლევ ახალ სიცოცხლეს ყველა ბუნებრივ ქსოვილს.

ბუნებას სიყვარულიც შეუძლია და სიძულვილიც. არ დაგინდობს თუ აწყენინე და პატივი არ ეცი სათანადოდ. დაგიმახსოვრებს და მერე, სამაგიეროსაც გადაგიხდის. ამიტომ, სხვა თუ არაფერი, უნდა გვეშინოდეს მისი და ვუფრთხილდებოდეთ. დედამიწას დედამიწა ტყუილად კი არ ჰქვია, ჩვენი დედა მიწაა.

მარი ბენდელიანი

ზერო ეფექტი