in

დაჩი შოშიტაშვილი

“ბუნების კონსერვაცია საქართველოს” დირექტორი

გარემოსთან და ამ გარემოს შემადგენელ კომპონენტებთან ურთიერთობა ისაა, რაც ცხოვრების ბოლომდე მინდა ვაკეთო. ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბუნების კონსერვაცია საქართველოში”. ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ საზოგადოებაში გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციაა. მიგვაჩნია, რომ ბიომრავალფეროვნების დაცვა ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს დავიწყებული აქვს ველური სახეობების მნიშვნელობა, არ უფრთხილდებიან და ისინიც, ჩვენს თვალწინ ქრებიან.

ვცდილობ, არასდროს გადავყარო ქაღალდი და მინა, რათა მათი ხელმეორედ გადამუშავება მოხდეს. ასევე, ვცდილობ ყველანაირად უარი ვთქვა პლასტიკის მოხმარებაზე, გამოვიყენო მცირე რაოდენობით წყალი, რადგან ჩვენს ონკანებამდე წყლის მოწოდებას საკმაოდ დიდი რესურსი ესაჭიროება. არასდროს ვტოვებ ნარჩენებს გარემოში და არ მერიდება ეს შევახსენო სხვასაც. 

საზოგადოების გაზრდილი გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჰარმონიული ცხოვრებისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია. ხშირად გამიგია გამოთქმა: – მე არ გადავადგებ სიგარეტის ნამწვს, მაგრამ ამას სხვა იზავს, ერთი ადამიანი ვერაფერს შეცვლის ამხელა სამყაროშიო. ეს ასე არაა, თითოუელ ჩვენგანს გვაქვს პასუხისმგებლობა იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ვცხოვრობთ, სწორედ ამ პასუხისმგებლობის გააზრება არის მნიშვნელოვანი მდგრად გარემოში საცხოვრებლად. 

ბუნებრივ გარემოში ხელოვნური ჩარევა, თუნდაც უმნიშვნელო/უბროტო ცვლილება სახეობათა ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის საზიანოა. სწორედ ამის გაცნობიერება იქნება გარემოსა და დედამიწაზე სიცოცხლის დასაცავად წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ამისათვის, მან საკუთარი თვალით უნდა დაინახოს ეს ჰარმონია, ხელით უნდა შეეხოს, უნდა შეიგრძნოს. მაგალითად, როდესაც ადამიანი საკუთარი თვალით ხედავს ჰაერში სინქრონულად მოლივლივე ფრინველების წყვილს, ან გაზაფხულზე მდედრების მოსახიბლად მამრი ფრინველების პაექრობას, ეს იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის ადამიანი თავისდაუნებურად გარემოსდამცველად იქცევა ხოლმე.

დედამიწის საათის აღნიშვნა და ერთი საათით სინათლის ჩაქრობა, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი აქტია ადამიანების ცნობიერებისთვის. სწორად ასე, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ იწყებს საზოგადოება ინფორმაციის მიღებას.

თეიმურაზ პოპიაშვილი