in

მერიკო გუბელაძე

შეფმზარეული

ბავშვი ბუნების სილამაზეს, როგორც წესი, ვერ აღიქვამს, არ აქცევს ყურადღებას. ამიტომ, ძალიან მიკვირს, რომ ბზიფის ხეობა (აფხაზეთი) დღემდე თვალწინ მაქვს. 8 წლის ვიყავი, რომ ვნახე და ამიტომ მიკვირს. საოცარი ქვეყანა გვაქვს ამ კუთხით. ერთ მუჭა მიწაზე ულამაზესი მთა, ბარი, კლდე, ზღვა! 

ვფიქრობ, ადამიანი ყველგან ადამიანია. სადღაც კანონმორჩილი და განათლებული, სადღაც – პირიქით. ჩვენ, ქართველები ვართ ეს „პირიქით“… და არა იმიტომ, რომ გენეტიკურად ასეთები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არავის ჩვენზე არასდროს უზრუნია. ეს საზოგადოება კანონს არ აღუზრდია, არავის გაუნათლებია და უთქვამს, რომ პლასტმასა მიწაში ასწლეულები არ იხრწნება, კლავს და ანადგურებს ფლორასა და ფაუნას. 

მეც, პირველად ამერიკაში ვნახე 4 სხვადასხვა ნაგვის ურნა. იქ ეს სახელმწიფომ ასწავლა და შემდეგ, კანონმა მოსთხოვა. განათლება და კანონის აღსრულება – ვფიქრობ, ესაა გამოსავალი ჩვენთანაც. კანონებს ვიღებთ, მაგრამ აღსრულებაზე თავს არავინ იწუხებს. უდიდესი რესურსი უნდა ჩაიდოს ადამიანების ამ კუთხით განათლებასა და კანონის აღსრულებაში. დაუნდობლად ვანადგურებთ ტყეს, ზღვას, ჰაერს, ვანადგურებთ პლანეტას, ეს შეუქცევადი პროცესია. უნდა დამთავრდეს დღესვე და თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ზღვა კოვზით ილევა.

ირაკლი გაფრინდაშვილი

დათო ლორთქიფანიძე