in

ჩაერთე

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ მოძრაობაში და მხარი დაუჭიროთ დედამიწას

თუ გსურთ, დედამიწის საათის პროექტში ჩაერთოთ და პლანეტას დაეხმაროთ, ეს სტატია თქვენთვისაა! არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებით. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ საკუთარპლანეტაზე იზრუნოთ.

ერთი საათის განმავლობაში გამორთეთ განათება

2022 წლის 26 მარტს, შაბათს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე გამორთეთ განათება. ესის დროა, როდესაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტრო ენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით საკუთარი პლანეტის მხარდაჭერას გამოხატავს.

არ აქვს მნიშვნელობა, ამ განსაკუთრებულ დროს მარტო გაატარებთ, თუ მეგობრებთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგიძლიათ აქ შემოთავაზებული იდეები გაითვალისწინოთ და შთამბეჭდავი გამოცდილება მიიღოთ.

მონაწილეობა მიიღეთ დედამიწის საათის  პირველ ვირტუალურსფოთლაითში

როგორ? ეს ძალიან მარტივია. 26 მარტის ღამეს “დედამიწის საათის” ყველა პლატფორმაზე გამოქვეყნდება აუცილებლად სანახავი ვიდეო, რომელიც უბრალოდ უნდა გააზიაროთ ნებისმიერი სახით – იქნება ეს “სთორი”, კედელზე გაზიარება, მეგობრის კომენტარებში მონიშვნა, თუ მისი პირადი შეტყობინების სახით გაგზავნა. არჩევანი თქვენზეა. შედეგი კი, ერთია – თქვენ პლანეტაზე ზრუნვაში დიდ წვლილს შეიტანთ.

დაესწარით ღონისძიებას

დედამიწის საათთან დაკავშირებით არაერთი ფიზიკური თუ ონლაინ ღონისძიება იმართება. თუმცა,გახსოვდეთ, თუ ფიზიკურ ღონისძიებაზე დასწრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ კორონავირუსის პანდემიის პრევენციისათვის საჭირო შეზღუდვები და გაუფრთხილდით როგორც პირად, ისე ერთმანეთის ჯანმრთელობას.

დაგეგმეთ ღონისძიება

გააერთიანეთ თქვენი საზოგადოება და გახდით გლობალური მოძრაობის ადგილობრივი ჩემპიონი! თანაც, მასშტაბური ხასიათის მისაღებად, შეგიძლიათ, ის “დედამიწის საათის” ღონისძიებათა გლობალურ ჩამონათვალში დაამატოთ.

გაიგეთ მეტი ბუნების კარგვასა და კლიმატის ცვლილებების შესახებ

ინფორმირებულობა მოქმედების პირველი ნაბიჯია. გაეცანით ჩვენი დროის ორ უდიდეს გამოწვევას დაგაიგეთ, რატომ არიან ისინი ურთიერთკავშირში.

პეტიცია ცვლილებებისთვის

ხელი მოაწერეთ პეტიციას “Voice for the Planet” და ამ გზით დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ჩვენი პლანეტის მხარდასაჭერად.

ხელმოწერით, მილიონობით ადამიანს შეუძლია ხმა მიაწვდინოს იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც გლობალურ შეხვედრებს დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ კლიმატის ცვლილებასთან, ბიომრავალფეროვნების დაცვასთან და მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. გლობალურ პეტიციაზე ხელმოწერით, ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისათვის საჭიროგონივრული ნაბიჯების გადადგმას.

გააზიარეთ თქვენი ამბავი 

შთააგონეთ სხვები და მიეცით ძალა, რათა დედამიწაზე იზრუნონ. განათავსეთ თქვენი ფოტო ”ინსტაგრამზე”, ჰეშთეგით: #earthhour #დედამიწისსაათი #დაუკავშირდიდედამიწას #ბუნებამნიშვნელოვანია, ან უბრალოდ დაამატეთ აღნიშნული ჰეშთეგები ადრე ატვირთულ ფოტოს.

აღწერაში გადმოეცით, საიდან ხართ, რატომ არის თქვენთვის ბუნება მნიშვნელოვანი და რას აკეთებთ პლანეტის დასაცავად? მონიშნეთ @earthhourofficial და თქვენი ამბავი დედამიწის საათის ვებ დასოციალურ გვერდებზე გაზიარდება!

ერთი გასროლით საფრთხეს ვუქმნით ჩვენს მომავალს

keta gabunia

ქეთა გაბუნია